"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვებისას გარკვეული სახის პრობლემა შეიქმნა.
„საქაერონავიგაციის“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდება. მოკვლევის დასრულებამდე სხვა კომენტარი არ კეთდება.
გერმანული გამოცემის, Spiegel-ის ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რადგან მანამდე ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი.
ასევე ნახეთ Spiegel: ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნაგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს წუხელ ეწვია. ანალენა ბერბოკმა ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.