Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Spiegel: ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისის აეროპორტში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისის აეროპორტში

გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავმა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო, რადგან ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რაიმე ინციდენტის გარეშე. როგორც Spiegel-ი წერს, თვითმფრინავი Airbus A340-300, რომლითაც ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩრდილოეთ მაკედონიიდან მიემგზავრებოდა, თბილისის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათისთვის, თუმცა, იმის გამო, რომ ზოლზე სხვა თვითმფრინავი იმყოფებოდა, პილოტმა კიდევ ერთი წრე გააკეთა და აეროპორტში 23:20 საათზე დაეშვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, რადგან ეს "საქაერონავიგაციის" კომპეტენციაა. „საქაერონავიგაციის“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდება. მოკვლევის დასრულებამდე სხვა კომენტარი არ კეთდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს წუხელ ეწვია. ანალენა ბერბოკმა ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.

XS
SM
MD
LG