პარლამენტში ლევან იოსელიანი ქეთი თურაზაშვილმა შეცვალა

ქეთი თურაზაშვილი

საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანი ქეთი თურაზაშვილმა შეცვალა. მისთვის მანდატის მინიჭებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საქართველოს კანონმდებლობით, თუკი პარლამენტს პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი ტოვებს, მის ნაცვლად მანდატს იღებს ამავე პარტიის საარჩევნო სიაში მის შემდეგ მყოფი ადამიანი.

თურაზაშვილი ​2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამ დრომდე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის აპარატს ხელმძღვანელობდა და ამავდროულად იყო პარტია "მოქალაქეების" აღმასრულებელი მდივანი.

ასევე ნახეთ ლევან იოსელიანს პარლამენტში ქეთი თურაზაშვილი შეცვლის

7 მარტს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველად დაამტკიცა პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი.

ასევე ნახეთ პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია - ის მადლობას უხდის ქალებს

თურაზაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, მან განათლება მიიღო ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, PR ტექნოლოგიების მიმართულებით. ის მუშაობდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის - თბილისის საკრებულოში. ის პარტია "მოქალაქეების" საპარლამენტო სიის მე-3 ნომერია.