რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბარში ძველი ტექნიკის უტილიზაციის მცდელობად შეაფასა სლოვაკეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების МиГ-29-ების გადაცემის შესახებ.
„ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს ქვეყნები ამგავრად დაკავებული არიან ძველი, გამოუსადეგარი ტექნიკის უტილიზაციით“,- განაცხადა პესკოვმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად.
მისი თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემა პოლინეთისა და სლოვაკეთის მიერ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ასევე ნახეთ სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისათვის თვითმფრინავ მიგ-29-ების გადაცემაპოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ვარშავა კიევს 4 ერთეულ МиГ-29-ს მიაწვდის. სლოვაკეთის მთავრობამ კი თავის მხრივ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 13 МиГ-29-ს გადაცემას.
ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.
ცნობარ World Air Forces 2022-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰყავდა 51 ასეთი თვითმფრინავი, მათ შორის სასწავლო-საბრძოლო დანიშნულების. Military Balanc-ის მიხედვით კი უკრაინის შეიარაღებაში იყო 37 ერთეული МиГ-29
დადასტურებულია ბრძოლებში 18 ერთეული МиГ-29-ის განადგურების ფაქტი, ვინაიდან მათი ფრაგმენტები ფოტოებსა და ვიდეოებშიც მოხვდა. მაგრამ ფაქტობრივი დანაკარგები, დაზიანებული ან განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავების გათვალისწინებით, შეიძლება უფრო მაღალი იყოს.