საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთის ნაკრები

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი სენსაციური გამარჯვებით დააგვირგვინა - ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების მოქმედ ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს აჯობეს.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 11:11 დასრულდა. პენალტები კი ქართველებმა უკეთ შეასრულეს - 12:11. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა შუშიაშვილი დასახელდა.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. სერბეთის გარდა, დაამარცხა ავსტრალია (13:12), წააგო ესპანეთთან, საბერძნეთთან და მონტენეგროსთან და პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ასევე ნახეთ ისტორიული შედეგი - საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია