თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დეპუტატმა „ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვენ.
„ჩვენ პარლამენტის დეპუტატები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, მოიწვიოს უახლოეს დღეებში რიგგარეშე სხდომა და და გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად - არა რუსულ კანონს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.
ათასობით ადამიანი დღესაც გამოვიდა თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ 7 და 8 მარტს და ასევე 9 მარტის ღამეს აქციებზე დაკავებული ადამიანები და პარლამენტმა ოფიციალურად "ჩააგდოს" სადავო კანონპროექტი. ორდღიანი პროტესტის ფონზე, დღეს დილას "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ამ კანონპროექტს "დათქმების გარეშე" გაიწვევდა, პროცედურულად კი ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი 20 მარტის კვირაში გააფორმებდა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო.
ასევე ნახეთ შსს: 7 და 8 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალიადღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, "აგენტების" კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება ასევე ნახეთ რუსთაველზე მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ - აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყომმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".
განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.