მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას გააცნო მიღებული გადაწყვეტილება. მისი თქმით, 7 მარტს პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს სრული შემადგენლობით დაუჭერს.
„პირველი საკითხი იყო სახალხო დამცველის კანდიდატურა. ერთადერთი კანდიდატურა იყო ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხი მალევე გადავწყვიტეთ. აქვე გაგიმხელთ, რომ იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით მხოლოდ ორი არგუმენტი იყო წარმოდგენილი, რასაც ადრეც ვამბობდით. რამდენიმე დეპუტატის მიერ გამოითქვა პოზიცია, რომ პოლიტიკურად მიუკერძოებელი ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და შემდგომში სახალხო დამცველი. აგრეთვე, გაიხსენეს წარსულში მისი რამდენიმე განცხადება. მეც ვადასტურებ, რომ, კი ბატონო, არ იყო რელევანტური, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ჰქონდა, - აღნიშნა მდინარაძემ და დაამატა, - ყველანი შევთანხმდით, რომ მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ. საბოლოო ჯამში, შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას 7 მარტს მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით".
ასევე ნახეთ „კანდიდატი წონასწორობას იცავს კარგად" - კომიტეტმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა მოიწონაპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 6 მარტს მოუსმინა ლევან იოსელიანს, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა მოიწონა. ის სახალხო დამცველობის ერთადერთი კანდიდატია. პარტია „მოქალაქეების" წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი კანდიდატად ამავე პოლიტიკურმა ჯგუფმა წარადგინა.
ასევე ნახეთ ლევან იოსელიანი - ომბუდსმენის კომპრომისული კანდიდატი ნაპოვნია?უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.