აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ მიიღონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი. დეგნანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა ისედაც არ დგას და კანონი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე დამანგრეველ გავლენას იქონიებს.
"ჩვენ არ ვკარგავთ ძალისხმევას, რომ დავიყოლიოთ ან მოვუწოდოთ მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონპროექტი. აშშ, გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო - საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას მოახდენს, რომელიც, სავარაუდოდ, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და ჩაახშობს ხმებს, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში. ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტს კანონპროექტის გადახედვისკენ", - აცხადებს აშშ-ის ელჩი.
დეგნანი დასძენს, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება არ არის აუცილებელი.
" ეს კანონი არ არის საჭირო და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ ამ კანონპროექტს. ეს არ არის აუცილებელი და არ შედის საქართველოს ინტერესებში", - ამბობს კელი დეგნანი.
დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს.
ასევე ნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევესპარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.
ასევე ნახეთ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს ასევე ნახეთ რატომ გეხება კანონი ე.წ. აგენტების შესახებ შენ, შენს ოჯახის წევრს