თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა 2 მარტს პარლამენტთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული შვიდი მოქალაქის პროცესი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დემონსტრაციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.
„ვიდექი ტროტუარზე, ჩემ უკან დეპუტატებს, ვისაც უნდათ რუსული კანონის მიღება, „მონა" დაუძახეს. პოლიციამ დაიძახა, რომ ის ბიჭი დაეკავებინათ, მე ვიკითხე, რატომ იჭერდნენ? შემდეგ ჩემზეც თქვეს, რომ დავეჭირე. თქვენ თუ თვლით, რომ ადამიანი „მონას" დაძახებისთვის უნდა დაისაჯოს, მეც დამაკავებთ… გინდა 5 დღე იყოს, გინდა 2000 ლარი… ჩემი აზრით, დასჯადი არ უნდა იყოს, რომ გააპროტესტონ, როცა ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ…” - მიმართა მოსამართლეს იმედა კლდიაშვილმა.
აქტივისტმა მოსამართლეს მიმართა, რომ სუს-ის შენობის წინ ერთკაციანი აქციის გამართვის გამოც დააჯარიმეს. „დამაჯარიმეთ, არღვევდა წესებსო და არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნასო. ჯარიმას არ ვიხდი", - თქვა იმედა კლდიაშვილმა.
ვალერიან ფილიშვილმა აქციის ექვსი მონაწილის პროცესი გადადო და 22 მარტს დანიშნა. მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებების მოძიება მოითხოვა. სასამართლო პროცესების განრიგი ასე განაწილდა:
- 22 მარტი, 11:00 საათი - დავით სეხნიაშვილი - სტუდენტი;
- 22 მარტი, 11:30 საათი - რეზო დუმბაძე - სტუდენტი;
- 22 მარტი, 13:00 საათი - ოთარ გოგრიჭიანი;
- 22 მარტი, 13:30 საათი - გიორგი პატარაია - „ნაციონალური მოძრაობის" წევრი;
- 22 მარტი,15:30 საათი - ნიკოლოზ ფეხმაშვილი;
- 22 მარტი, 10:30 საათი - ნიკოლოზ ბუთხუზი - დასაქმებული.
ის პოლიციელები, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს, სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან სასამართლოს წინაშე ჩვენების მისაცემად.
ამ დროისთვის აქციის ყველა მონაწილე თავისუფალია. უცნობია, როდის ჩატარდება 2 მარტის აქციის 22 მონაწილის სასამართლო პროცესი.
აქციაზე პოლიციამ სულ 36 ადამიანი დააკავა (მათ შორის ორი ჟურნალისტი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მედიის წარმომადგენლები და რამდენიმე სხვა მოქალაქე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი და „ტაბულის" რეპორტიორი გაათავისუფლესსპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, 2 მარტის აქციის ორი მონაწილის მიმართ, უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.
ასევე ნახეთ გამოძიება დაიწყო 2 მარტის აქციაზე პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზედაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "უფლებები საქართველო" იცავენ. ყველა ამ ორგანიზაციას, ინიციირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება მოუწევს.
ასევე ნახეთ 10-ზე მეტი NGO შსს-ს მიმართავს, "შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა"კანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს "აგენტების" შესახებ ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი ასევე ნახეთ ნედ პრაისი: "უცხოეთის აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტები განსხვავდება აშშ-ის კანონდებლობისგან