საქართველოს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე სულ 36 მოქალაქე დააკავეს. ცნობა რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესცენტრში მიაწოდეს. სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. უცნობია გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა.
რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი.
ასევე ნახეთ გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი და „ტაბულის" რეპორტიორი გაათავისუფლესპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
ასევე ნახეთ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს "აგენტების" შესახებ ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ასევე ნახეთ სამანტა პაუერი: მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე