პარტია "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა არაარგუმენტირებული იყოს. პარლამენტში ამ საკითხზე კომენტარში მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შემთხვევაში "შესაბამის გადაწყვეტილებას" მიიღებენ.
ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძე: თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა"ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს. ეს იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ.
თუ თეთრი შავზე დაიწერა, ხო, მოხდა ეგეთი საოცრება, თეთრი შავზე დაიწერა ევროპარლამენტის 500 ევროპარლამენტარის მონაწილეობით. ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა... არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ თეთრი შავზე იურიდიული სახით დაიწეროს. ამას ხომ მთელი მსოფლიო ნახავს.
მაქვს მოლოდინი, რომ დაიწერება არგუმენტები, რომელი არგუმენტებიც რიგ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება. მაგრამ თუ თეთრზე დაიწერება შავი, ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს მდინარაძე.
ასევე ნახეთ "დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს" - ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია "სააკაშვილის მდგომარეობაზე"მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებენ კოლეგების, "ხალხის ძალის", მიერ შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ვენეციის კომისიის დასკვნას.
"ჩვენ ან ერთ, ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ... ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება, აქედან გამომდინარე, ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა მიიღებს "ხალხის ძალის" რომელიმე კანონპროექტსაშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონის მსგავსია. ამის შესახებ 15 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებკანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებკანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".
ასევე ნახეთ ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე