საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ იმართება აქცია საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით მათი გაჩუმება უნდა.
პარლამენტში ჟურნალისტების ამ აქციაზე მისვლა სურდათ სამოქალაქო აქტივისტებსაც. როგორც გაირკვა, მათ საშვები გაუუქმეს. მათ შესაყვანად საშვთა ბიუროსთან მივიდა ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს პარლამენტში მოქალაქეების შეყვანის შესაძლებლობა.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებკანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა მიიღებს "ხალხის ძალის" რომელიმე კანონპროექტსსაქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".
ასევე ნახეთ ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე