შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაური ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ლექციის დროს მისთვის გზის გადაკეტვა თბილისში პარლამენტში ოპოზიციის აქციის დროს საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას შეადარა. ამ საკითხზე მას კითხვა პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დაუსვა.
"მოკვლევა არანაირი არ დაგვიწყია, რა თქმა უნდა, გინდ გენერალურ ინსპექციას. იქ იყო დაახლოებით 40-50 ადამიანი, პოლიციელი იყო 6 თუ 7 ადამიანი. არ გადმოსულა მანქანიდან ბატონი ბერძენიშვილი. საერთოდ, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას?! გისმენთ, თუ მეტყვით... 7 ადამიანს 50 ადამიანი დაგვეკავებინა, გადაგვეყვანა "კაპეზეში" [დროებითი მოთავსების იზოლატორში], რა უნდა გაგვეკეთებინა?!. მანქანა არ დაუზიანებიათ, ადამიანზე ხელი არ დაუდიათ...
ეგრე რომ ავიღოთ, 300-500 ადამიანი როცა იკრიბება, ოპოზიცია პარლამენტის წინ და კეტავთ გზას, იქ ბევრი ადამიანის უფლება იზღუდება, ზოგს საავადმყოფოში მიჰყავს ბავშვი. რა უნდა გავაკეთოთ? ეს 300 და 500 ადამიანი უნდა დავაკავოთ და გადავიყვანოთ წინასწარი დაკავების იზოლატორში?! თუ მოხდება დაზინება, ფიზიკური შეხება, ეგ სხვა ამბავია..." - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.
ასევე ნახეთ „ერეკლეს შვილიშვილები“ - ვინ ჩაშალა ლევან ბერძენიშვილის ლექცია ყვარელში15 იანვარს ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება.
როგორც რადიო თავისუფლებას ყვარელში "ევროკლუბის" დამფუძნებელმა ნიკა გურინმა უთხრა, ლექციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ოფისთან შენიშნა მისთვის უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბერძენიშვილს არ მისცა შენობაში შესვლის უფლება.
ასევე ნახეთ "პოლიციას არც უფიქრია, დარბაზში შევეყვანე" - ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვესმოგვიანებით "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში.
ასევე ნახეთ DRI ლევან ბერძენიშვილის საქმეზე: მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმისთვის, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.
ასევე ნახეთ "ხალხს ატყუებენ, თითქოს ჩვენ ვიბრძვით ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ" - ლევან ბერძენიშვილი