საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.
"როდესაც თქვენს ქვეყანას, იმ ქვეყნის მიმართ, რომლის წინაშეც ფიცი დადეთ, აბრალებენ და მიდის დეზინფორმაციის ტალღა, როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც თქვენს ქვეყანას შიგნით და გარეთ აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას და ა.შ.
როდესაც თქვენ, პირადად ანა ნაცვლიშვილმა იცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სინამდვილეში მწამებელია მწამებელი, რომ დამნაშავეა დამნაშავე, რომ არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა რაიმე სანქციების გვერდის ავლა, აი ამ ყველაფერს რომ ისმენთ და არაფერს ამბობთ, ამით არღვევთ ფიცს ამ დროშის და ამ გერბის წინაშე", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა პარტია "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის რადას წარმომადგენლებთან და "ისინიც გაკვირვებული არიან თუ რატომ მოხდა ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში".
"რაც შეეხება ჩვენს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტს და რადას შორის ურთიერთობა, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ ორივე პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა, თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, როდესაც ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები, ბავშვებთან ერთად.
ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ, დავამტკიცეთ, თუ როგორი მეგობრობა გვაქვს და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელსაც ფიცი აქვს დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამეს გვაჩვენებს, როგორ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას, როგორ ვუყურებთ უკრაინას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არ აპირებდა ჩასულიყო უკრაინაში ომის წლისთავზე, ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აცნობა.
ასევე ნახეთ "ქართულმა ოცნებამ" უკრაინის რადას ომის წლისთავზე ჩასვლაზე უარი უთხრა - გიორგი ვაშაძერუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.
უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.
ასევე ნახეთ კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნაომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია; ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განასხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.