რას ვეფერებით?!. ნახევრად გაკეთებული საქმე არაფრად ვარგა - დეპუტატი ინჯია "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

ფრიდონ ინჯია

პარლამენტის დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ გასამკაცრებელია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის - "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტი. მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ "რბილი კანონით" "სახელმწიფო ინტერესები" ბოლომდე ვერ იქნება მიყვანილი.

"გვევლინება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც სხვა სახელმწიფოები აფინანსებს იმიტომ, რომ იმათ ინტერესებში შედის ის საკითხები, რომელსაც ისინი ახმოვანებენ. რამდენად ემთხვევა სხვა ქვეყნის სახელმწიფოების ინტერესები ჩემი ქვეყნის ინტერესებს?! თუ ეს ერთია, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ დააფინანსოს...

რამდენჯერმე ითქვა, რომ რბილი კანონია. რატომ არის რბილი?!. კვლავ მიდის კოჰაბიტაცია, რას ვეფერებით?! თუ სახელმწიფოს ინტერესებია, ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი, არა ნახევრად. ნახევრად გაკეთებული საქმე არაფრად ვარგა. თუ არის გასამკაცრებელი, საკმარისია 30 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაციები რასაც აკეთებდნენ, ლამის მინისტრებს ნიშნავდნენ, სახალხო დამცველს და სხვა..." - თქვა დეპუტატმა ინჯიამ.

ასევე ნახეთ არ შეესაბამება საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს - ომბუდსმენის აპარატი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დღეს, 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

ასევე ნახეთ "ხალხის ძალის" კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტებზე" პარლამენტში დარეგისტრირდა

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე
ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებ

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ასევე ნახეთ ჩვენ დავარბილეთ - ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" კანონზე