ჟურნალისტების ნაწილი საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან აპროტესტებს იმ კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დარეგისტრირებას, რომელიც "ხალხის ძალამ" უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის შეიმუშავა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.
"არა, რუსულ კანონს", "ნუ გვახშობთ თავისუფალ მედიას" - ისმოდა შეძახილები ბიუროს სხდომათა დარბაზთან.
როგორც ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, მათ არ მისცეს საშუალება შეეტანათ საპროტესტო პლაკატები - შესვლის წინ ისინი მანდატურის თანამშრომლებმა ჩამოართვეს.
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ: "ნეტგაზეთის", "პუბლიკის", On.ge-ის, "მთის ამბების", "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტები.
ასევე ნახეთ არ შეესაბამება საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს - ომბუდსმენის აპარატი "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტიდოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ ჩვენ დავარბილეთ - ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" კანონზე