საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ასევე არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ამბობს, რომ არის მცდელობა ტაბუ დაადონ გამჭვირვალობის საკითხს "ხალხის ძალის" შემუშავებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") კრიტიკით. მან პარლამენტში ჟურნალისტებს ამ საკითხზე საუბრის დროს უთხრა, რომ ეს მცდელობა ანტიდემოკრატიულია.
"ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. თავად სახელმწიფო ფინანსური და საბიუჯეტო გამჭვირვალობის კუთხით არის ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორი ამ მხრივ ჩამორჩება სახელმწიფო სტრუქტურებს. რა ფორმით იქნება ეს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, ეს მეორე საკითხია. ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა ამ ინფორმაციას ისედაც ასაჯაროებს...
მაგალითად, ორგანიზაცია "სირცხვილია", რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი ფრთა, რომელიც არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედებისთვის იქნენ სამართალდარღვევად ცნობილი მისი წარმომადგენლები. ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული, თუმცა არ ვიცით ვინ არის მათი დამფინანსებელი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მოძრაობა "სირცხვილია" პასუხად პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის ვებგვერდზე მისი თანაგუნდელების ბიოგრაფიულ მონაცემებს შეახსენებს. მაგალითად, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2006-2014 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.
ასევე ნახეთ არ შეესაბამება საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს - ომბუდსმენის აპარატი "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტიდოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ ჩვენ დავარბილეთ - ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" კანონზე