ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.
რადიო თავისუფლებისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ Wizz Air-ის თანამშრომლებმა უარი თქვეს, აეროპორტს დაერთო ნება დაგვიანებულ მგზავრებისთვის და მათ რეგისტრაციის გავლის საშუალება ჰქონოდათ.
რატომ არ მიეცათ დაგვიანებულ მგზავრებს ბერლინში გაფრენის შესაძლებლობა, ამ საკითზე Wizz Air-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ Wizz Air-ის მგზავრი: გვითხრეს, რომ პილოტის გადაწყვეტილებით არ აგვიშვეს თვითმფრინავშიდაგვიანებით შესრულდა ქუთაისიდან ათენის მიმართულებით ფრენაც. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიამ გაითვალისწინა მეტეოროლოგიური პირობები და მგზავრებს დაელოდა.
ასევე ნახეთ დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტში ფრენები სრულდებარადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ დიდთოვლობის გამო დაწესებულია შეზღუდვები რიკოთის უღელტეხილიდან ქუთაისის აეროპორტამდე სხვადასხვა მონაკვეთზე - შეზღუდულია გადაადგილების სიჩქარე, რაც ზრდის დანიშნულების ადგილამდე ჩასვლის დროს. სავალდებულოა ზამთრის საბურავების გამოყენებაც.