თეთრი სახლი უარყოფს პეკინის განცხადებას ჩინეთის საჰაერო სივრცეში აშშ-ის ბუშტების შესვლის თაობაზე

ჩინური აეროსტატი აშშ-ის საჰაერო სივრცეში. 4 თებერვალი. 2023 წელი

ჩინეთმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მის საჰაერო სივრცეში 10-ზე მეტჯერ შევიდა აშშ-ის მაღალ სიმაღლეზე მფრინავი ბუშტები - ეს განაცხადი სწრაფად უარყო ვაშინგტონმა.

ჩინეთის მიერ წამოყენებულმა ბრალდებამ გააღრმავა აშშ-სთან უთანხმოება, რომელიც მოჰყვა აშშ-ის არმიის მიერ 4 თებერვალს მისი თქმით ჩინეთის სადაზვერვო ბუშტის ჩამოგდებას.

პენტაგონის განცხადებით, მას შემდეგ აშშ-ის არმიამ ჩრდილოეთ ამერიკის თავზე ჩამოაგდო კიდევ სამი მფრინავი ობიექტი.

ასევე ნახეთ აშშ-მ ალასკაზე პატარა მანქანის ზომის მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო
ასევე ნახეთ პენტაგონი: 12 თებერვალს ჩამოგდებულ ობიექტს შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სამოქალაქო ავიაციისთვის