პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის სამკურნალოდ მიიღოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელი სააკაშვილი. „პოლონეთის ინიციატივით მომზადდა მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გაგზავნის შესახებ“, - განაცხადა მორავეცკიმ ევროკავშირის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს საკითხი მან ბევრ კოლეგა პრემიერ-მინისტთან განიხილა.
"ჩვენ ვშიშობთ, რომ ის საქართველოში შეიძლება უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თუ საქართველოს სურს თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, იგი ასევე სერიოზულად უნდა მოეკიდოს მიმართვას, რომელიც მუშაბდება ევროკავშირი საბჭოს დიპლომატიურ სამსახურში“, - აღნიშნა მორავეცკიმ, რომლის სიტყვებსაც „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს.
მანამდე უკრაინის "ვერხოვნა რადაში" უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს.
“პარლამენტში დარეგისტრირებულია დადგენილება 8417-ის პროექტი უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ”, - ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე ოლენა შულიაკმა ფეისბუკით გაავრცელა.
საქართველოს მმართველი პარტია, "ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე პირობა დადო, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამნისტიის კანონს არ მიიღებენ, "ეს გამორიცხულია", - უთხრა მან ჟურნალისტებს პარლამენტში კომენტარისას.
ასევე ნახეთ
პირობას ვდებ, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია - კობახიძე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ მისი მხრიდან შეწყალების შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება და ამით ქვეყანა თავის რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს.
„ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების. ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ
ზურაბიშვილი: ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.