ნატოს წევრი რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებული რაკეტა რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა.
რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ქვეყნის რადიოლოკაციურმა სისტემებმა რუსული რაკეტა დააფიქსირეს საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 35 კილომეტრში.
ამასთან, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსული რაკეტა იმყოფებოდა მოლდოვის საჰაერო სივრცეში, საიდანაც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა ისე, რომ არ გადაუკვეთავს რუმინეთის საჰაერო საზღვარი.
ასევე ნახეთ გენერალ ზალუჟნის ცნობით, 2 რუსული რაკეტა რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდაუკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:18 საათზე, რუსეთის მიერ შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა ორმა ფრთოსანმა რაკეტა „კალიბრმა“ გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი - რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შესვლა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" განუცხადა, რომ რუსული რაკეტების ჩამოგდება შეეძლოთ, მაგრამ თავი შეიკავეს უცხო სახელმწიფოების მოსახლეობისთვის საფრთხის და რისკების თავიდან ასაცილებლად.
ასევე ნახეთ უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევაა