უკრაინის ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებზე გამთენიისას განხორციელებული სარაკეტო დარტყმებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა ახალი მასირებული შეტევა მიიტანა ამ და სხვა ოლქებზე.
ადგილობრივი მედია და ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან აფეთქებების შესახებ კიევის, ხმელნიცკის, პოლტავის, ლვოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ასევე ნახეთ ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე დარტყმებისთვის გამოყენებული იყო 40-ზე მეტი რაკეტაგამთენიისას რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 7 ე.წ. კამიკაძე-დრონი Shahed-136/131, საზღვაო ბაზირების 6 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ და 35-მდე საზენიტო მართვადი რაკეტა ეს-300.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, რუსული რაკეტები მოხვდა რამდენიმე მაღალვოლტიან ენერგოობიექტს, რის გამოც ზოგიერთ ოლქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.