გასული წლის თებერვლის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 20-ზე მეტი რუსი გენერალი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაზეთი Nikkei იუწყება იაპონური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც შეერთებული შტატებისა და ევროპის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობით მიღებულია.
მაღალი რანგის ოფიცრების მასობრივი სიკვდილი უჩვეულოა დასავლეთისთვის და რუსული არმიის სისუსტეზე უნდა მიუთითებდეს, ნათქვამია პუბლიკაციაში. ამასთან მასალაში არ არის მითითებული გარდაცვლილთა სახელები.
ჯერ კიდევ 10 მაისს, სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ ბარიერმა განაცხადა, რომ მისი სტატისტიკით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან 8-დან 10-მდე რუსი გენერალი დაიღუპა.
ასევე ნახეთ
Туман-ი - მეოთხე დადასტურებული - რატომ იღუპებიან რუსი გენერლები უკრაინასთან ომში?ღია წყაროების მონიტორინგის შედეგად, „მედიაზონამ“ ოთხი რუსი გენერლის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ერთ-ერთი მათგანი, 63 წლის გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, დაღუპვის მომენტში ოფიციალურად პენსიაზე იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, კერძო-სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ავიაციაში ირიცხებოდა.
10 მაისს, სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ ბარიერმა განაცხადა, რომ რუსი გენერლების დაღუპვას იწვევს სუსტი სუბორდინაცია, რომლითაც უკრაინაში შეჭრის პროცესი ხასიათდება.
მან ასევე განმარტა, რომ სერჟანტებისა და დაბალი რგოლის ოფიცრების ნაკლებობამ შექმნა პრობლემა, რის გამოც მაღალი რანგის სამხედროები იძულებული ხდებიან, რომ ფრონტის წინა ხაზზე გავიდნენ, რასაც არ ითვალისწინებს ნატოს სტანდარტები.