სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის ფარგლებშიც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ „ემპათიის" დასკვნა, ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს დოკუმენტი არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა.
„იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი „ემპათია" დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი „ემპათია" ს დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის „დასაბუთებული" დასკვნები. მათ მოუწევთ, ყველა დასკვნის გასაჯაროება, სადაც დემენციის დიაგნოზი აქვთ დასმული", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე ჯიშკარიანი.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ „ემპათიის" მიერ მომზადებული დასკვნა შეამოწმა. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე შეამოწმა, რამდენად სარწმუნოა „ემპათიის" დასკვნა. მინისტრის განცხადებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიუთითებს, რომ დასკვნა არ არის სარწმუნო და უტყუარი.
ასევე ნახეთ ბრეგაძის თქმით, სამხარაულის ბიუროს თანახმად, სააკაშვილზე „ემპათიის" დასკვნა არ არის სარწმუნოცენტრმა „ემპათიამ" 2022 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.
ასევე ნახეთ მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ექსპერტიზის შედეგს აქვეყნებსპატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.