რუსეთი ცდილობს უკრაინასთან საომრად დაიქირაოს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
კერძოდ, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობს ასეთი პატიმრების აქტიურად დაქირავება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათზე, ვინც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
ასევე ნახეთ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "ვაგნერს" აქვს არა მნიშვნელოვანი წინსვლა, არამედ დანაკარგირუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
ასევე ნახეთ ISW: პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყოუკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.