Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "ვაგნერს" აქვს არა მნიშვნელოვანი წინსვლა, არამედ დანაკარგი


უკრაინაში მოკლული "ვაგნერელის", საპატიმროდან დაქირავებული დმიტრი მენშიკოვის საფლავი სანქტ-პეტერბურგში
უკრაინაში მოკლული "ვაგნერელის", საპატიმროდან დაქირავებული დმიტრი მენშიკოვის საფლავი სანქტ-პეტერბურგში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ძალების ორ მესამედს იყენებს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში. BBC-ს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ მონაწილეობაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს 16 იანვარს, პარლამენტში გამოსვლისას ჰკითხა ერთ-ერთმა დეპუტატმა.

უოლესის ინფორმაციით, ბახმუტთან მოქმედებს „ვაგნერის“ საერთო შემადგენლობის ორი მესამედი, საიდანაც ორი მესამედი საპატიმროებიდანაა დაქირავებული. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, „ვაგნერელთა“ დანაკარგიც დაახლოებით ორი მესამედია, ამიტომ პატიმრებისთვის ეს დაჯგუფება საუკეთესო ვარიანტი არ არის.

უოლესმა პროპაგანდა უწოდა „ვაგნერის“ განცხადებებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი მან დაიპყრო. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, „ვაგნერელებს“ არ აქვთ მნიშვნელოვანი წინსვლა და აქვთ მხოლოდ სიკვდილი, მათ შორის, საკუთარი მეთაურების ხელით. ბენ უოლესი დაეთანხმა ერთ-ერთი დეპუტატის შეფასებას, რომ „ვაგნერის“ წევრები ომის დანაშაულს სჩადიან.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

XS
SM
MD
LG