პრეზიდენტი უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადება "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს", - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
ასევე ნახეთ პრემიერი საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.

ასევე ნახეთ საგარეჯოში, კლინიკასთან სროლის ხმა ისმოდა

გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, ასევე დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი.

ასევე ნახეთ საგარეჯოში აივნიდან კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.

ასევე ნახეთ საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასევე ნახეთ შსს-ს ცნობით, საგარეჯოში თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა