შინაგან საქმეთა სამინისტრო საგარეჯოში სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს იმ დამნაშავის დასაკავებლად, რომელმაც აივნიდან რამდენიმე ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია. უწყება საგარეჯოში, კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალთან" მომხდარ სროლაზე განცხადებას ავრცელებს.
ასევე ნახეთ საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილიარადიო თავისუფლების ინფორმაციით, სროლის შედეგად მოკლულია დაახლოებით ოთხი ადამიანი, არიან დაჭრილებიც.
"პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგარეჯოში პოლიციის დამატებითი ჯგუფები ჩაიყვანეს და დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.
"დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ", - წერია განცხადებაში.
საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან" სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.
ასევე ნახეთ საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებულია მინიმუმ 5 ადამიანი