უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად.
ასევე ნახეთ კულება: 18-მდე გაიზარდა ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვივერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს დილით ჩამოვარდა საბავშვო ბაღის მახლობლად.
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროს იგორ კლიმენკოს წინასწარი ინფორმაციით, სულ დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. საავადმყოფოშია 22 დაშავებული, მათგან 10 ბავშვი.
ვერტმფრენი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, გამომძიებლები დაადგენენ რამ გამოიწვია ტრაგედია - საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ, თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.