სტოლტენბერგი: უკრაინას "ახლო მომავალში" კიდევ მიეწოდება მძიმე შეიარაღება

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინას დასავლეთის ქვეყნებისგან ახლო მომავალში კიდევ გადაეცემა მძიმე შეიარაღება, უთხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის ყოველდღიურ გამოცემა Handelsblatt-ს 15 იანვარს.

უფრო მძიმე იარაღის მიწოდებას - ტანკების ჩათვლით - კიევი ითხოვს, თუმცა დასავლეთის ქვეყნები ამას ყოყმანით ეკიდებოდნენ და მიანიშნებდნენ რუსეთის პროვოცირების შიშზე.

"მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმული დაპირებები მნიშვნელოვანია და ახლო მომავალში მე ამას კიდევ ველოდები", - ამბობს სტოლტენბერგი 20 იანვარს გერმანიაში დანიშნული უკრაინის თავდაცვის კონტაქტის ჯგუფის შეხვედრის წინ. ეს ჯგუფი კიევისთვის იარაღის მიწოდების პროცესს უწევს კოორდინაციას.

ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკებს Challenger 2-ს გადასცემს