14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ ადგილობრივი დროით 7:25 საათზე [თბილისის დროით 9:25 საათი] ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათგან - 40 საავადმყოფოში, 4 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
რეზნიჩენკოს ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია.
გარდა ამისა, შაბათს, 14 იანვარს, რუსეთმა შეტევები განახორციელა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
ასევე ნახეთ კიევზე სარაკეტო შეტევისას დაზიანდა მინიმუმ ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი