14 იანვარს, დილით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერ, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, სამრეწველო რაიონს S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს. მათი სამიზნე ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო“, - წერს ტერეხოვი.
ადგილობრივი ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფეთქებების შემდეგ ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა და მეტროს მუშაობა შეჩერდა.
დილიდან საჰაერო განგაშია კიევში, სადაც ხელისუფლების განცხადებით, სარაკეტო იერიში ხორციელდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
ასევე ნახეთ კიევზე სარაკეტო შეტევისას დაზიანდა მინიმუმ ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი