საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რომ არ არის მართალი "ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია", თითქოს უკრაინამ "ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს.
უწყების ცნობით, „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს „მრავალმილიონიანი შესყიდვით“ მიიღო.
„აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინი" შესყიდვის მიზნით“.
სამინისტროს თანახმად, საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. "რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
9 იანვარს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვის სტატია. კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინა უკან ითხოვდა კომპლექსებს „ბუკი“, რომლებიც საქართველოს გადასცა 2008 წლის ომის დროს და ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს "ჯაველინი". უკრაინელი დიპლომატის თქმით, აშშ თანახმა იყო, რომ საქართველოს "ჯაველინები" უკრაინისთვის გადაეცა, უფრო ახალი კომპლექსების სანაცვლოდ.
ასევე ნახეთ კასიანოვი: უკრაინა საქართველოსგან ითხოვდა "ბუკებს" და "ჯაველინებს"კასიანოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სამხედრო დახმარების გაწევაზე კატეგორიული უარი თქვა, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის გამოყენებას შიდა პოლიტიკური დავებისთვის და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების შესახებ.
ასევე ნახეთ გივი მიქანაძე ანდრი კასიანოვის განცხადებაზე: შეიძლება იყოს რაღაცნაირად ომში ჩართვის მცდელობაკასიანოვის სტატიაში გამოთქმული მოსაზრება მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლო მცდელობად შეაფასეს.