საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუძლურება ციხიდან გამოსაყვანად უნდათ მის მეგობრებს. მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ეზოში უთხრა ჟურნალისტებს, რომ სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესშია, ის ჯანმრთელი იყოს.
ასევე ნახეთ ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს: ბოლო შეხვედრის დროს ჯანმრთელი იყო"როდესაც ექიმებს არ ემორჩილება და არ მიჰყვება იმ დანიშნულებებში, რომელიც მათ აქვთ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნას... მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, არ უნდათ, რომ მოიხადოს სასჯელი იმაზე, რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. არ უნდა, რომ ამაზე აგოს პასუხი. მას არ უნდა, რომ პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე. უბრალოდ, არ უნდა, რომ იყოს ციხეში.
ჩვენ ვაკვირდებით ერთ წელზე მეტია, რომ ცდილობს მოძებნოს რაიმე მიზეზი, რომ თავი დააღწიოს სასჯელს... სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, ის იყოს ჯანმრთელი. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი. მისი მეგობრების ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან", - თქვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია - კობახიძე სააკაშვილზეთბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. დღეს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართეს