საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ ილაპარაკა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის შესახებ. მან ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში ექსპრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესდა.
„ის [მიხეილ სააკაშვილი] იყო უკიდურესად ჯანმრთელი 54 წლის კაცი ძალიან მუქი თმით. ერთი წლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდა. დაკარგა დაახლოებით 22 კგ. მისი თმა აღარ არის ისეთივე შავი და დაიწყო ბუდობრივი ცვენა. მე მასთან ვიყავი მისული ექიმთან ერთად და ვნახე, როგორ აცლიდა ის თმას თავიდან. ახლა ეს ენერგიული კაცი შეგიძლიათ ნახოთ უზომოდ გაუარესებულ მდგომარეობაში. აშშ-ში, როცა გინდა შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა და ციხის დაწესებულებაშია, შეგიძლია, გადაუღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მოგვცეს“, - თქვა ადვოკატმა [„ფორმულის" თარგმანი].
მასიმო დანჯელო სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ლაპარაკობს. „ადამიანი, რომელიც არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყნის ვესტერნიზებასა და იდენტობის შექმნისთვის. ის მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას. მას სცემეს კიდეც, ფიზიკურად ათრიეს, მენტალურად დააზიანეს, უფრო მეტიც, ის მოწამლეს კიდეც. დოქტორმა სმიტმა მის სხეულში იპოვა დარიშხანის და ვერცხლისწყლის კვალი. ის არის პოლიფარმაციის მსხვერპლი. მასთან იყენებენ დაახლოებით 14 დასახელების წამლებს, რომლებიც არ არის დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ. ეს არის რუსული წარმოების წამლები. არის ადამიანის უფლებების მთელი რიგი დარღვევები, ცემიდან დაწყებული სხვა ეპიზოდამდე, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს ღამით აღვიძებდნენ მცველები, რომლებიც ურტყამდნენ ფიზიკურად, მიათრევდნენ, მუხლებს კისერზე აჭერდნენ, რამაც უზარმაზარი დაზიანება და ტკივილი გამოიწვია“, - განაცხადა სააკაშვილის ინტერესების დამცველმა [„ფორმულის" თარგმანი].
ასევე ნახეთ რატი ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ასევე ნახეთ „სააკაშვილის თმასა და ფრჩხილში ვერცხლისწყლის და დარიშხანის ნიმუშებია აღმოჩენილი“ - „მთავარი არხი“ დასკვნას აქვეყნებსკლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს კლინიკა "ვივამედში"მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე ჯერ არ დანიშნულა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ილია ლომიამ, სასამართლო პროცესის ჩასანიშნად პენიტენციური სამსახურიდან სააკაშვილის პირად საქმეს ელის.
3 დეკემბერს ცნობილი გახდა ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის შინაარსი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2022 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ამ დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.