უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც, კერძოდ, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მთავრობას ევალება მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
პარალელურად ეთნიკური პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური ჩაატარებს გამოკვლევას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: არავის მივცემთ უკრაინულ სულში იმპერიის აშენების უფლებასხოლო იმ მღვდლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, დაწესდება სანქციები. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ მალე გამოაქვეყნებენ ასეთი სასულიერო პირების სახელებს.