რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ომის დაწყებიდან საბრძოლო პერსონალის 15% დაკარგა-„პროექტი“

კრეისერი "მოსკვა"

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკრაინასთან ომის დაწყების 9 თვის განმავლობაში საბრძოლო პერსონალის 15 პროცენტი დაკარგა, - ასეთი დასკვნამდე მივიდა გამოცემა „პროექტი“. გამოცემის გამოთვლით, უკრაინაში შეჭრამდე შავი ზღვის ფლოტი 275 გემისა და ხომალდისგან შედგებოდა, რომელთაგან მხოლოდ 58 იყო საბრძოლო. ხოლო საპატრულო კატარღების გათვალისწინებით, მთლიანობაში ფლოტში 74 საბრძოლო ერთეული იყო.


პროექტმა შეისწავლა გემების დანაკარგების შესახებ საჯარო მონაცემები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ომის დაწყებიდან შავი ზღვის ფლოტის მინიმუმ 12 გემი და კატარღა ჩაიძირა ან ძლიერ დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინასთან ომის დროს ფლოტის მთლიანი დანაკარგების შესახებ ანგარიში არ წარმოუდგენია.

ასევე ნახეთ

კრეისერი "მოსკვა" ჩაიძირა
  • 13 აპრილს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა თავისი ფლაგმანი, კრეისერი „მოსკვა“, რომელიც უკრაინასთან ომში არაერთ საზღვაო ოპერაციაში მონაწილეობდა. უკრაინისა და პენტაგონის სამხედრო სარდლობის ცნობით, გემი უკრაინული რაკეტების მოხვედრის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან და შემდგე ჩაიძირა. რუსული მხარე ამას უარყოფს და კრეისერის დაღუპვის მიზეზად ასახელებს ხანძარს, რამაც საბრძოლო მასალის დეტონაცია და აფეთქება გამოიწვია.