საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მომხრეები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრით მის სასჯელისგან გათავისუფლებას ცდილობენ. სარჯველაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ციხის პირობებთან შეუთავსებლობა ვერ გახდება პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი.
"სააკაშვილის მომხრეებისთვის არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა (თვითონაც იციან, რომ აღარ არის ის კრიზისული მდგომარეობა, განსაკუთრებული სირთულე), არამედ ამ მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენა, რომ მათთვის განხორციელებადი გახდეს პოლიტიკური ამოცანა. პოლიტიკური ამოცანაა სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებაში.
მათ რეალურად აქვთ ასეთი ლოგიკა: ისინი ცდილობენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით მიაღწიონ პოლიტიკურ ამოცანას. ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არსად ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან სასჯელისგან", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს, 1 დეკემბერს, ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.
ასევე ნახეთ მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ექსპერტიზის შედეგს აქვეყნებსეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
ასევე ნახეთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატმა სასამართლოს მიმართასაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.