საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის შესახებ გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება", - ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში.
დეოლიგარქიზაციის სადავო კანონპროექტს „ქართული ოცნება" სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გაგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელი მეგობრების მოწოდების შემდეგ მიიღეს.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნისევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველომ დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, "ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.
ასევე ნახეთ EU-ს ელჩი: დეოლიგარქიზაცია ისეთი სისტემის შექმნაა, რომელშიც არ არსებობს პირადი გავლენა პოლიტიკაზეაშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.
ასევე ნახეთ დეგნანი: აშშ ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტიდეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.
ასევე ნახეთ სავალდებულო დეოლიგარქიზაცია - პარლამენტი უკვე ორ კანონპროექტს განიხილავსმმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ივლისში, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყებისას, აცხადებდნენ, რომ უკრაინული კანონის საზომებით, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდებოდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.
ბოლო დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო გაჩაღებული დისკუსიებისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.