საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მლნ ლარს. ჩვენ გვაქვს ამის თანხები. ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოვა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მასალა არქივიდან ღარიბაშვილმა მსოფლიო ვარსკვლავების მომავალი კონცერტების დასაგეგმად შეხვედრა გამართაირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე პირველად რამდენიმე თვის წინ თქვა.