საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით გასამართი კონცერტების საკითხზე შეხვედრა გამართეს. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება... შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და "ბლექ სი არენას" დირექტორი ტატო ხარჩილავა.