"ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია", - ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის შესახებ.
რატი ბრეგაძემ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ასევე ნახეთ სააკაშვილის დედა და ადვოკატი ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობენ“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის რომ, საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ასევე ნახეთ "გადავარჩინოთ მიშა!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა