ლიბერალურ პარტიათა გაერთიანება ევროპარლამენტში - "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) - აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულია. განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს, საუბარია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს.
"კანონის უზენაესობის დაცვის, დამოუკიდებელი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის დებულებები ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ALDE-ს წევრ პარტიებთან საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი გამოიტანეს ყალბი ბრალდებებით, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: ევროპარლამენტი გვთავაზობს, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს - მედიამენეჯერიმასში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიზებული მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს და მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები პოლიტიკური კრიზისის დასრულების შესახებ.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალსამავე განცხადებაში არის მოწოდება, შეუერთდნენ მიმართვას და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მოითხოვონ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება - განცხადებაში მოყვანილია პრემიერისთვის გასაგზავნი წერილის სამი ვერსია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მიღებული გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად მაინც 3 წელი და 6 თვე დარჩა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
ასევე ნახეთ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.
ასევე ნახეთ რა ჩაიწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში - მთავარი მოკლედ