"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე არ აპირებენ კენჭი იყარონ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამის შესახებ მათ მედიას უთხრეს.
ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ღიად მოითხოვა პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევა.
"ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები [შედით გადამწყვეტ ბრძოლაში]. მე განახლების მომხრე ვარ და ცვლილებების", - თქვა მან.
ასევე ნახეთ ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მალე ჩატარდესმმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმაც თქვა, რომ არ აპირებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის დაყენებას. კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ "ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს "ნაცმოძრაობას".
"მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. მე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება", - აღნიშნა პეტრე ცისკრიშვილმა.
მსგავსი პოზიცია აქვს პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძესაც.
"არა, არ განვიხილავ ამ საკითხს. მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის საზრუნავი", - თქვა მან.
საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა გუშინ, 9 ნოემბერს, პრესკონფერენცია გამართა.
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნებიპარტიის წევრის, აკო მინაშვილის თქმით კი, ამ ბრიფინგის ჩატარება მისთვის მოულოდნელი იყო.
"ის ფორმა ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ამ პერიოდში ასეთი ბრიფინგი ასე მოულოდნელად იქნა ჩატარებული. რაც შეეხება არჩევნებს, ამის მზაობა არსებობს. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, რომ ჩატარდეს", - თქვა მან.
გუშინ საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია".
ასევე ნახეთ ნიკა მელია: თუ რამეა ჩემთვის კომფორტული, ეს არჩევნებია"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა.
"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ.
ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენმანამდე "TV პირველის" ეთერში მელიამ ისაუბრა პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.
"როდესაც შენ პარტნიორს ხელს ართმევ და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეჭვი, განცდა, რომ ეს ხელის ჩამორთმევა არ უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური არაფორმალური გავლენის შემოტანას პარტიაში, მე რისკზე არ მივდივარ... [როცა] შესაძლებელია პარტიაში არაფორმალური გავლენები შემოვიდეს, მე ასეთ ადამიანთან მინდა შევწყვიტო პარტნიორობა... პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ასეთი პარტნიორული ურთიერთობა სახიფათოა ამ პარტიისთვის და შესაბამისად, შემდეგში შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის... პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - თქვა ნიკა მელიამ.
ასევე ნახეთ ნიკა მელიას თქმით, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობა სახიფათოა პარტიისთვისკიდევ უფრო ადრე, 21 სექტემბერს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მისი შეფასებით, დავით კეზერაშვილი "მოოლიგარქო ტიპია".