ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს ბოლო თვეებში კონფიდენციალური საუბრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვთან და უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან. ამის შესახებ აშშ-ის და მისი მოკავშირეების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს გამოცემა The Wall Street Journal.
ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ამ საუბრების მიზანი იყო არა უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხის განხილვა, არამედ უკრაინის გამო გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება, მოსკოვის გაფრთხილება, არ გამოიყენოს ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი და კავშირის ღია არხების შენარჩუნება.
ასევე ნახეთ აშშ პირადად სთხოვს უკრაინას, აჩვენოს რუსეთს, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის - Washington Post-იაშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 4 ნოემბერს იმყოფებოდა კიევში, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას.