ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და „დაუბრუნოს თავისუფლება“ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.
ნიკა მელიას მიაჩნია, რომ გვარამიას პატიმრობა ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის პროცესის გამიზნული შეფერხებაა:
„საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას - იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ რეჟიმს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც - გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ამის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ახდენს საკუთარი ევროპული მისწრაფებების დეკლარირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საუბრობს ევროინტეგრაციასა და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე... სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პარალელურად. შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი - გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას“, - აცხადებს ნიკა მელია.
ასევე ნახეთ გიორგი გაბუნია გვარამიას განაჩენზე: ახალი და მოულოდნელი „მთავარი არხისთვის“ უკვე აღარაფერი ხდებასააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად, საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
გვარამიას მიმართ ბრალდების ორივე ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად პატიმრობა განესაზღვრა.
ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა.