3 ოქტომბრის მდგომაროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩებოდა. მონაცემები სამინისტრომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა, მისი შეკითხის პასუხად დოკუმენტები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში, საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779).
დეპუტატმა პარლამენტს წერილობით 28 სექტემბერს მიმართა, პასუხი კი 11 ოქტომბერს მიიღო.
უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.
ასევე ნახეთ კობა გვენეტაძის თქმით, რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრაციამ ფასების ზრდას შეუწყო ხელი