თბილისის მერის კახი კალაძის მოადგილე, ანდრია ბასილაია არ უპასუხებს კითხვას, იყვნენ თუ არა მერი და მისი მოადგილეები ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის პროცესში ჩართულები. ბასილაიამ რამდენჯერმე კითხვის დასმის მიუხედავად, არ თქვა, ეს იყო თუ არა თბილისის მერის დავალება და მხოლოდ გამოძიების ვერსიაზე ისაუბრა.
"რაც იკვეთება, ეს არის ზეპირი მითითება, რომელიც, როგორც გამოძიება იუწყება, გიორგი ვახტანგაშვილმა გასცა. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს ძალიან ბევრი მითითება არის ხოლმე გაცემული სამსახურის მოადგილის, მათ შორის ჩემ მიერ და ა.შ.
ეს კონკრეტული მითითება, როგორც გამოძიებამ დაადგინა, გასცა გიორგი ვახტანგაშვილმა. სხვა არავინ, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიცით..." - თქვა მერის მოადგილემ.
მოგვიანებით, მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმირებული იყო.
ასევე ნახეთ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტას ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაღუპვის საქმეზე 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი.
"ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს - ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით", - წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც არაფერია ნათქვამი, იკვეთება თუ არა მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა.
ასევე ნახეთ ადვოკატის თქმით, გრინსერვისი+-ის" თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ ცნობენ13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.