მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა გულგრილობის შედეგია და არა სისტემური პრობლემის. კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თბილისის მერია კალაძის ხელმძღვანელობით გამორჩეულ პროექტებს ახორციელებდა.
"ამ 5 წლის განმავლობაში კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ კალაძე "აჟიოტაჟს" უწოდებს დევი მეზურნიშვილისა და 13 წლის ლაზარეს ფოტოებზე გამოხმაურებას13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვენ, კახა კალაძემ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და მერის თანამდებობა დატოვოს.
გამოძიების ინფორმაციით, მერიის კონტრაქტორმა კომპანია "გრინსერვის+-მა", რომელიც ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა, ყალბი დასკვნა წარადგინა. ეს დასკვნა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ჩაიბარეს.