ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვაზე პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა. ორგანიზატორები რამდენიმე პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო მოძრაობა იყვნენ.
აქციაში სულ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თბილისის მერიის შენობასთან კი რამდენიმე ათეული პოლიციელი იდგა.
"ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ასევე ნახეთ კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქცია გაიმართააქციის ორგანიზატორები არიან: "გირჩი-მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა, "შეცვალე" და "ჯიუტი".
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
ასევე ნახეთ კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგომათ შორის 13 წლის მარტია მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.
ასევე ნახეთ "არც მიფიქრია, რომ დენი იყო" - რას ჰყვება მებაღე, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.